ხვანჭკარა სომხეთში დარეგისტრირდა

ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე სომხეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტომ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. "წინანდალის", "ახაშენის", "ქინძმარაულის", "ხვანჭკარის", "მანავის" და "მუკუზანის" დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ "ღვინის ეროვნულ სააგენტოს" მიენიჭა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე სომხეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში განაცხადები ერთი წლის წინ შეიტანა, რაც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ წარმატებით დასრულდა. "ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა ხელს შეუწყობს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებული პროდუქციის ფალსიფიკაციის და მათი უკანონო გამოყენების თავიდან აცილებას", - აცხადებენ საქპატენტში.