მეწყერი შოვში, მიწისძვრა თურქეთში, ვულკანი ისლანდიაში - 2023 წლის მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფები

2023 წელს, მოსახლეობა თითქმის ყველანაირი ბუნებრივი მოვლენის მომსწრე გახდა: მასშტაბური ტყის ხანძრებიდან და წყალდიდობებით დაწყებული, დამანგრეველი ქარიშხლებითა და მიწისძვრებით დამთავრებული. მეწყერი რაჭაში, ანომალიური ზამთარი ევროპაში, სანაპიროდან გადმოსული ტბა „მოჩვენება“ კალოფორნიაში, ყვითელი ნისლი ნიუ-იორკში და სხვა ბუნებრივი კატასტროფები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეგატიური ტენდენცია 21-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება, იმის მიუხედავად, მოხდება თუ არა სათბური აირების შემცირება.

ცნობისათვის, ბოლო 20 წლის განმავლობაში წყალდიდობებმა 2 მლრდ ადამიანი დააზარალა, გვალვამ - 1,5 მლრდ, ტროპიკულმა ქარიშხლებმა კი - 700 მლნ.

მეწყერი რაჭაში, საქართველო

280929802-0-0-3640-2048-1920x0-80-0-0-035e9d2e18945c30ff3a2bf68142a96a-1704355395.jpg

2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სტიქია თავისი მასშტაბით უპრეცედენტო აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოსთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შოვში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრას.

ანომალიურად თბილი ზამთარი ევროპაში

1-1704355417.png

6 იანვარი, შლადმინგი, ავსტრია. მოთხილამურეები ეშვებიან Rohrmoos-ის სათხილამურო ზონის ფერდობებზე, რომლებიც დაფარულია ხელოვნური თოვლით. ავსტრიის, გერმანიისა და შვეიცარიის სათხილამურო კურორტებზე ანომალიურად თბილი იანვარი დაფიქსირდა, რამაც ევროპის ბევრ კუთხეში რეკორდული ტემპერატურა მოიტანა. ამრიგად, 2023 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, არანორმალური სიცხე დაფიქსირდა ავსტრიაში - 19,7 გრადუსი, უნგრეთში - 18,9 გრადუსი, სლოვენიაში - 19 გრადუსი, რუმინეთში - 20 გრადუსი.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში

2-1704355450.png

6 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ჰათაიში ქვეყნის ისტორიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7,7 მაგნიტუდა შეადგინა. ტრაგედიას თურქეთში 43 500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო სირიაში 1 400. 1,5 მილიონი ადამიანი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

33 ტორნადო მისისიპის სამხრეთით

3-1704355475.png

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა EF-4 კატეგორიის ტორნადოს დარტყმის შედეგად. ოთხ დღეში (24-დან 27 მარტამდე) სამხრეთ მისისიპის ველზე 33 ტორნადო დაფიქსირდა.

თოვლი კალიფორნიაში

4-1704355499.png

წყნარი ოკეანის შტორმმა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ორეგონში ძლიერი წვიმა და მთის თოვლი მოიტანა. როგორც The Guardian-ი წერდა, მარტო ერთ სეზონზე თოვლის საფარმა 12 მეტრს მიაღწია.

„მოჩვენების“ტბის „დაბრუნება“

5-1704355524.png

ტულარეს ტბა, ადგილობრივად მოხსენიებული, როგორც "მოჩვენების ტბა", ოდესღაც მტკნარი წყლის უდიდესი ნაწილი მდინარე მისისიპის დასავლეთით, გაქრა, როდესაც წყალი ამოიღეს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მდინარეები გადამისამართებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსარწყავად, თუმცა ატმოსფერულმა ცვლილებებმა ტბის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი წყალდიდობა გამოიწვია: დაიტბორა 100 კვადრატულ მეტრზე მეტი.

ყვითელი ნისლი ნიუ-იორკში კანადის ხანძრების შემდეგ

6-1704355543.png

ტყის ხანძრები კანადაში რამდენიმე კვირა გაგრძელდა, რა დროსაც ტყის ხანძრების 450 კერა დაფიქსირდა. 6 ოქტომბრის მონაცემებით, ხანძარს კანადის ტყეების 184 961 კვადრატული კილომეტრი შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ ნიუ-იორკი ყვითელ ნისლში აღმოჩნდა.

ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი ინდოეთში

7-1704355568.png

ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა ნიუ-დელიში, რომელმაც გაანადგურა ჩრდილოეთ ინდოეთის დიდი ტერიტორიები. სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა.

ტყის ხანძარი საბერძნეთში

8-1704355589.png

17 ივლისს, არანორმალური სიცხის ფონზე, საბერძნეთში ტყის ხანძარი გაჩნდა. სტიქიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

ტყის ხანძარი ჰავაიზე

9-1704355608.png

ხანძარი ძალიან ახლოს მივიდა საცხოვრებელ კორპუსებთან და ასობით ადგილობრივი მცხოვრებლის ევაკუაცია გარდაუვალი გახდა.

ტყის ხანძრებს სულ მცირე 98 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო 2000-ზე მეტი შენობა ქალაქის ისტორიულ ნაწილში განადგურდა.

დანაწევრებული ტიტიკაკა

10-1704355634.png

ტიტიკაკა არის ტბა სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე. ტიტიკაკას ნორმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3812 მ- ია, მაგრამ 10 ნოემბერს ძლიერი გვალვის გამო მისი სიმაღლე 3808 მ-მდე დაეცა. ტიტიკაკას ტურისტული ტრანსპორტის ასოციაციის პრეზიდენტის ხუან რამოსის თქმით, ტბის წყლის დონემ ოქტომბერში 4 სმ-ით დაიწია.

ქარიშხალი „ოტისი“ მექსიკაში

11-1704355657.png

22 ოქტომბერს ქარიშხალი „ოტისი“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროს ქალაქ აკაპულკოში ამოვარდა. ქარის სიმძლავრემ 270 კმ/სთ-ს მიაღწია, ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალდიდობა და მეწყერი; ოტისმა 12 საათში მიაღწია დესტრუქციულობის მეხუთე კატეგორიას.

ქარიშხალს 48 ადამიანი შეეწირა.

გაღვიძებული ვულკანი ისლანდიაში

12-1704355680.png

19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:17 საათზე, მცირე მიწისძვრების სერიის შემდეგ, ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო.

ვულკანის ეპიცენტრი მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. 4000-კაციანი ქალაქი ჯერ კიდევ ნოემბერში იქნა ევაკუირებული მას შემდეგ, რაც იქ 24 საათში 1000-ზე მეტ მცირე მიწისძვრა მოხდა.

ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში

13-1704355701.png

21 დეკემბერს, იოგიაკარტაში, ინდონეზიაში მერაპის ვულკანი ამოიფრქვა. მერაპი მდებარეობს ჯავის კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში, სადაც 11 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მერაპის სიმაღლეა 2968 მ და ცნობილია როგორც ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, რომელიც ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ იფრქვევა.

ეკა დარჩიაშვილი