2024 წელი და მსოფლიო არჩევნები - რა გავლენა ექნება მიმდინარე წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს მსოფლიო ეკონომიკაზე

2024 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდია, ვინაიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის 60%-ს შეადგენენ, არჩევნები უნდა ჩატარდეს. მაშასადამე, სავაჭრო ბირჟები და ზოგადად, ბაზარი ერთგვარ საარჩევნო ყუთის ბომბშია მოთავსებული.

ფინანსური სერვისების ჯგუფი Morningstar-ის განცხადებით, ის მოვლენები, რომლებიც 2024 წელს გველოდება, უდიდეს გავლენას მოახდენს ბაზრის ფორმულირებაზე.

წარმოგიდგენთ 2024 წელს დაგეგმილი არჩევნების სრულ სიას:

1. ტაივანი - 13 იანვარი - ტაივანის მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტია DPP და ოპოზიციური Koumitang-ი წელს მთავარი კონკურენტები იქნებიან. თუ DPP გაიმარჯვებს, ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება იქნება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათი მთავარი კონკურენტი KMT ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა და მათი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ტაივანი ჩინეთს შეუერთდეს კიდეც.

Reuters-ის ინფორმაციით, მთავარი საფრთხე, რაც ტაივანთან დაკავშირებით არსებობს, სწორედ ისაა, რომ თუ 2024 წელს, არჩევნები ისე დასრულდა, როგორც ჩინეთს არ აწყობს, შესაძლოა, რომ იგი ტაივანში შეიჭრას, რაც ავტომატურად ნიშნავს აშშ-ჩინეთის დაპირისპირებას. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიოს ეკონომიკაში და მისი განაწყენება ძალიან ნეგატიურად აისახება მთელი მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზეც.

2. ევროპა - პორტუგალია - 10 მარტი, ბელგია - 9 ივნისი, ევროპარლამენტი - 6-9 ივნისი, ხორვარია შემოდგომა/ზამთარი, რუმინეთი - ნოემბერი

ევროპაში მეტად საინტერესო მოვლენები ვითარდება, ვინაიდან ნიდერლანდებში გერტ უილდერსის „თვისუფლების პარტიის“ გამარჯვებამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროსკეპტიკოსი ულტრამემარჯვენე პარტიები. მისმა იდეებმა პოპულარობა ავსტრიაშიც მოიპოვა, ხოლო პორტუგალიაში არსებული ჩეგას ულტრამემარჯვენე პარტიის რეიტინგი შესაძლოა გაორმაგდეს. მათი მთავარი მიზანია, რომ გამკაცრდეს მიგრაციის პოლიტიკა. ევროპის ცალკეულ ქვეყნებსა და ევროპარლამენტში დაგეგმილი არჩევნები დიდ გავლენას იქონიებს უკრაინის და სხვა არაწევრი ქვეყნების მიმართ არსებულ პოლიტიკაზე.

3. რუსეთი - 17 მარტი - ვლადიმერ პუტინი, რომელსაც პრეზიდენტობის პოსტი 1999 წლის ბოლო დღეს, ბორის ელცინმა გადასცა, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებსაც მოიგებს. მისი რეიტინგი 80%-ს აჭარბებს, ხოლო ოპოზიციის თქმით, არჩევნები უბრალოდ, იმიტაციაა.

ის ფაქტი ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპამ შეამცირა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება, რადგან არჩევნები და სხვა მოვლენები შედარებით ნაკლებად იმოქმედებს მსოფლიოს ბაზრებზე.

4. ინდოეთი - აპრილი-მაისი - ინდოეთში რეიტინგით ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ბარატია ჯანატა ლიდერობს, რომელიც ამავდროულად ინდუისტურ-ნაციონალისტურ პარტიას ხელმძღვანელობს. მისი მმართველობის პერიოდში, ჩინელი ინვესტორები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ ინდური ბაზრით.

რაც შეეხება ინდოეთის არჩევნების გავლენას ჩინურ ბაზარზე - ინდოეთმა უკვე შეამცირა ისეთი აუცილებელი პროდუქტების ექსპორტი, როგორიცაა ბრინჯი, ხორბალი და შაქარი. ისიც საყურადღებოა, რომ ინდოეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთის მოქალაქეები მომდევნო 5 წლის განმავლობაში უფასო ხორბალს მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარი განიცდის ინდური საექსპორტო პროდუქტების დანაკლისს და ეს სამომავლოდ კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება მსოფლიო ბაზარზე.

5. ამერიკის შეერთებული შტატები - 5 ნოემბერი - Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გამარჯვება მეტად სავარაუდოა, რაც აშშ-სა და მსოფლიო ბაზრის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. პირველ რიგში, გაიზრდება სახელმწიფო სესხები, გაძლიერდება აშშ-ში ნავთობის მოპოვება, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ხოლო დოლარის კურსზე საუბარი, ამჟამად ექსპერტებს ყველაზე მეტად უჭირთ.

ბაჩანა ტყემალაძე