უკრაინამ ევროკავშირთან 1,8 მლრდ ევროს დახმარების შესახებ მემორანდუმი გააფორმა

უკრაინამ ევროკავშირთან 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. უკრაინული მედიის ცნობით, დოკუმენტს ხელი რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოეწერა.  2014-2015 წლის განმავლობაში უკრაინამ ევროკავშირისგან უკვე მიიღო 1,61 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება.

როგორც ევროპელი ლიდერები აცხადებენ, საერთო ჯამში, კიევისთვის გაწეული დახმარება 3,14 მილიარდ ევროს მიაღწევს. ეს კი ყველაზე მსხვილი ფინანსური დახმარებაა, რაც ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნისთვის გამოყო.