მსოფლიო ბანკების ღირებულება 5 წელიწადში 7 ტრილიონი დოლარით გაიზრდება - BCG-ის ანგარიში

Reuters-ის ინფორმაციით, გლობალურ ბანკებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საკუთარი კაპიტალი 7 ტრილიონი დოლარით გაზარდონ. მათ ამისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, რათა გაძლიერდნენ და მეტად პროდუქტიულები გახდნენ.

Boston Consulting Group-ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კრედიტორებს შეუძლიათ გააორმაგონ თავიანთი ამჟამინდელი ღირებულება და კაპიტალი.

საბანკო აქციების 75%-ს, 2022 წელს price-to-book შეფარდება 1-ზე დაბალი ჰქონდა, მაშინ, როდესაც 2008 წელთან შედარებით, მოგება თითქმის ნახევარჯერ მეტი იყო.

მზარდი საგანაკვეთო პროცენტების გამო, ბევრი ბანკი მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების ნაკლებობას განიცდის. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ბაზარზე და ამ სექტორში იზრდება კონკურენცია. მარეგულირებელი ორგანოები, ბანკებს ყოველწლიურად დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ, რაც ინვესტორებზეც, შემდგომ კი დაფინანსებებზეც აისახება.

მთავრობები კი დიდ იმედებს ამყარებენ ბანკებზე, რომელთა სიტუაციის გაუმჯობესება ავტომატურად გამოიწვევს სხვადასხვა ბიზნესებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას განვითარებად, თუ განვითარებულ ქვეყნებში.

BCG-ის რეკომენდაციით, ბანკებმა ინვესტიცია პროდუქტიულობის გაზრდასა და საბანკო ბიზნესის რადიკალურ გამარტივებაში უნდა განახორციელონ. ბანკები დიდი ალბათობით გლობალური ფინანსური კრიზისის დროს არსებულ პრობლემებს გადალახავენ და შესაბამისად გაზრდიან თავიანთ შემოსავლებს.

„ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის“ განცხადებაში ასევე ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემოსავლებისა და კაპიტალის გასაზრდელას, საბანკო სექტორში აუცილებლად უნდა დაინერგოს ხელოვნური ინტელექტის, იგივე AI-ს ტექნოლოგია, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო სფეროში არსებულ ოპერაციებსა და მომსახურებას.

ბაჩანა ტყემალაძე