დანია, გერმანია, ნორვეგია - რომელია მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანა პენსიონერებისთვის

ოდესმე გიფიქრიათ, რომელ ქვეყანას შეუძლია თქვენი საპენსიო პერიოდი ზღაპრად აქციოს და ცხოვრებით ტკბობის საშუალება მოგცეთ?

Natixis ყოველწლიურ გლობალურ საპენსიო ინდექსს (GRI) აქვეყნებს. სტატისტიკა შექმნილია ხანდაზმულთა საერთო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ოთხი ძირითადი ფაქტორის საფუძველზე: ჯანმრთელობა, პენსიის მოცულობა, მატერიალური კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი. რაც უფრო უახლოვდება ქულები 100%-ს, მით უფრო კარგია საცხოვრებელი პირობები პენსიონერებისთვის.

გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც პენსიონერებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი პირობებია:

ნორვეგია - საერთო ქულა: 83%

საუკეთესო ქვეყანა პენსიონერებისთვის ოფიციალურად ნორვეგიაა. სკანდინავიური ერი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა და მისი საერთო ქულა 2023 წელს ორი პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ქულა ჯანმრთელობისა და მატერიალური კეთილდღეობის ინდექსში. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მაღალია, ხოლო უმუშევრობა დაბალი. ნორვეგია გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყლით, უამრავი მწვანე ადგილით და მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 2023 წელს მე-7 ადგილზე მოხვდა.

ერთადერთი ნაკლი არის დაბეგვრის მაღალი მაჩვენებლები.

შვეიცარია - საერთო ქულა: 82%

შვეიცარიამ კიდევ ერთი წელი შეინარჩუნა მეორე ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საერთო ქულა ორი პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში არ არსებობს "უფასო" ჯანდაცვა - ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს ჯანმრთელობის დაზღვევა. შვეიცარიის ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა და ის ყველა მოქალაქესთვის ხელმისაწვდომია.

ისლანდია - საერთო ქულა: 81%

ისლანდია პირველ ადგილზეა წყლისა და სანიტარული პირობებით. ასევე მაღალი შეფასება აქვს ჰაერის ხარისხისა და სხვა გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მიხედვით.

ირლანდია - საერთო ქულა: 80%

ირლანდიის საერთო ქულა 76%-დან 80%-მდე გაიზარდა. ქვეყნის აყვავებულმა ეკონომიკამ განაპირობა მისი ფინანსების გაუმჯობესება საპენსიო და მატერიალური კეთილდღეობის ქულებში.

ლუქსემბურგი - საერთო ქულა: 79%

ლუქსემბურგის მდიდარმა დიდმა საჰერცოგომ საერთო ქულა ოთხი პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა. ჯანმრთელობა ქვეყნის ძლიერი მხარეა.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში გაუმჯობესდა საპროცენტო განაკვეთები, თუმცა გადასახადები კვლავ მაღალია გლობალური სტანდარტებით.

ნიდერლანდები - საერთო ქულა: 79%

ნიდერლანდების საერთო ქულა ოთხი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ქვეყანამ აჩვენა გაუმჯობესება ოთხივე კატეგორიაში.

როგორც Natixis იუწყება, ნიდერლანდები განსაკუთრებით კეთილგანწყობილია პენსიონერებისთვის, რადგან მას აქვს მსოფლიო დონის საპენსიო და ჯანდაცვის სისტემები, ღირსეული შემოსავლის თანასწორობა და ძლიერი საბანკო სისტემა.

ავსტრალია - საერთო ქულა: 78%

ავსტრალიამ 1%-ით მეტი ქულა მოაგროვა, ვიდრე ახალმა ზელანდიამ. ქვეყანა ამაყობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემით.

ახალი ზელანდია - საერთო ქულა: 77%

ახალი ზელანდიის საერთო რეიტინგი ორი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სისტემა გამორჩეულია. სხვა ინდიკატორებთან ერთად, გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, უმუშევრობის დონე და საპროცენტო განაკვეთი.

გერმანია - საერთო ქულა: 76%

გერმანიის საერთო ქულა 72%-დან 76%-მდე გაიზარდა და ის ახლა ოფიციალურად ტოპ ათეულშია. საპროცენტო და ინფლაციის განაკვეთების გაუმჯობესება ძირითადად ზრდის უკან დგას, პენსიის და მატერიალური კეთილდღეობის ფინანსების ქულების ზრდასთან ერთად.

დანია - საერთო ქულა: 76%

დანიამ რეიტინგში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა საერთო ქულა ორი პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი