Tesla-ს აქციების ფასი 12%-ით დაეცა - ავტომწარმოებელ კომპანიას ჩინური ელექტრომანქანები საფრთხეს უქმნიან

Tesla-ს აქციები ხუთშაბათს, 25 იანვარს 12%-ით დაეცა, რაც ილონ მასკის განცხადებამ განაპირობა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ერთ-ერთი გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ 2024 წელს გაყიდვების ზრდა უფრო სუსტი იქნებოდა, ვიდრე 2023 წელს.

აღნიშნულმა განცხადებამ, კომპანიის საფონდო ბირჟაზე 80-მილიარდიანი ნიშნული გაანადგურა. Tesla-ს წლიური შემოსავალი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, Wall Street-ის მოლოდინებთან დაკავშირებით, ბევრად დაბალი იყო.

კომპანიამ ბოლო თვეებში მსოფლიოს მთავარ ბაზრებზე ფასების შემცირება დაიწყო. მათ შორის, ევროპასა და ჩინეთში, რადგან ჩინური ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანიები, საერთაშორისო კორპორაციას უდიდეს კონკურენციას უწევენ. ჩინური ბაზრიდან Tesla-ს მთავარ კონკურენტად BYD აღიქმება, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანია.

Tesla-ს მოგების შემცირება ასევე გამოწვეული იყო ახალი Cybertruck-ის გამოშვებით, ხოლო მასკმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ ჩინელი კონკურენტები მსოფლიოს სხვა ავტომწარმოებელ კონკურენტებს, თავანთი იაფიანი მანქანებით გაანადგურებენ, თუ არ დაწესდება სავაჭრო ბარიერები.

ილონ მასკის აღნიშნული განცხადებები განაპირობა BYD-ის გაყიდვების საოცარმა ზრდამ, რის შედეგადაც, 2023 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, აღნიშნულმა ჩინურმა კომპანიამ, Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვებში გადაასწრო.

Tesla-ს გაფრთხილება, გაყიდვების შენელებასთან შესახებ კი აიხსნება ზოგადი მსოფლიო ბაზრის ფონით, სადაც ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა ძალიან შესუსტებულია.

ბაჩანა ტყემალაძე