იაპონელებმა ხის კოსმოსური თანამგზავრი შექმნეს

კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი, LignoSat შექმნეს. ინფორაციას The Guardian ავრცელებს.

LignoSat მაგნოლიის ხისგან არის დამზადებული, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ჩატარებული ერთწლიანი ტესტირების დროს ბზარებისადმი სტაბილურობისა და გამძლეობის საუკეთესო შედეგები აჩვენა.

შემქმნელების თქმით, ხის კოსმოსურმა თანამგზავრმა ორი პრობლემა უნდა გადაჭრას, როგორიც არის რესურსების დაზოგვა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.

იაპონელი ასტრონავტი და კიოტოს უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ინჟინერი, ტაკაო დოი აცხადებს, რომ „დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას ყველა თანამგზავრი იწვის და ქმნის ალუმინის ოქსიდის პაწაწინა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ატმოსფეროს ზედა ფენებში დაცურავენ, ეს კი საბოლოოდ დედამიწის გარემოზე იმოქმედებს.“

იაპონელი ასტრონავტები LignoSat-ს ორბიტაზე წლევანდელ ზაფხულს გაუშვებენ. მას ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგების ხომალდი, Orbital Sciences Cygnus ან რაკეტა, SpaceX Dragon გაიყვანს.

შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ხის თანამგზავრი დედამიწის მახლობელ სივრცეში, მინიმუმ, ექვს თვეს გაატარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ