კახა კალაძე: ლარის გაუფასურება ალბათ მთავრობის ბრალიც არის

ხელისუფლება ეროვნულ ბანკში ადეიშვილის კადრებს არ ენდობა გეკითხებით, ხალხი ენდობა ადეიშვილის კადრებს? - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განმარტა, დღეს ხალხის პრობლემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს, რაც "მათ შორის" ეროვნული ბანკის ბრალია. "გეკითხებით, ხალხი ენდობა? ხალხის პრობლემაა ის, რაც დღეს არის. ხალხის პრობლემაა ის, რომ ლარი გაუფასურდა. ეს ძალიან აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის მათ შორის ეროვნული ბანკის ბრალი", - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად არის ლართან დაკავშირებული პრობლემა მთავრობის ბრალიც, აღნიშნა, რომ "ალბათ მთავრობის ბრალიც არის".

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ხელისუფლება ეროვნულ ბანკში ადეიშვილის კადრებს არ ენდობა.