ვინ არიან ჰავაის კუნძულების უმსხვილესი მფლობელები - Forbes-ის რეიტინგი

აშშ-ის უმდიდრესი 37 მილიარდერი ჰავაის კუნძულებზე, მინიმუმ, 88,222 ჰექტარ მიწას ფლობს, რაც შტატის მთელი ტერიტორიის 5.3%-სა და კერძო მიწების 11,1%-ს შეადგენს.

ექვსი უდიდესი კუნძულის უძრავი ქონების რეესტრის ათასობით დოკუმენტზე დაყრდნობით Forbes USA-მ ჰავაის მიწის უმსხვილესი მფლობელების რეიტინგი შეადგინა.

ამ რეიტინგში შემავალი მილიარდერები ჰავაის მთლიანი მოსახლეობის, ანუ 1,4 მილიონი ადამიანის მხოლოდ 0,003%-ს წარმოადგენენ.

ჰავაიზე მიწების უმსხვილესი მფლობელების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ლარი ელისონი - 35,535 ჰექტარი (ქონებრივი მდგომარეობა: 140,2 მლრდ დოლარი; Oracle)
  • სტივ კეისი - 23,229 ჰა (1,5 მლრდ დოლარი; AOL)
  • კვეკ ლენგ ჩანი - 22,456 ჰა (9,9 მლრდ დოლარი; ბანკები, უძრავი ქონება)
  • ფრენკ ვანდერსლოტი - 2,650 ჰა (3,3 მლრდ დოლარი; გამაჯანსაღებელი პროდუქტები)
  • ნილ ბლუმი - 1,578 ჰა (6,3 მლრდ დოლარი; უძრავი ქონება)
  • ბრედ კელი - 1,113 ჰა (2,7 მლრდ დოლარი; თამბაქოს ბიზნესი)
  • ოპრა უინფრი - 862 ჰა (2,8 მლრდ დოლარი; სატელევიზიო შოუები)
  • მარკ ცუკერბერგი 587 ჰა (166 მლრდ დოლარი; Meta)
  • ტადასი იანაი - 202 ჰა (40,1 მლრდ დოლარი; ტანსაცმლის საცალო ვაჭრობა)
  • მარკ ბენიოფი - 121 ჰა (10,2 მლრდ დოლარი; ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფა)

Forbes USA-ს ცნობით, ჰავაიზე უმდიდრეს ამერიკელთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო მაჩვენებელი შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მილიარდერი თავისი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ