”დიდმა შვიდეულმა” რუსეთს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები მომდევნო სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა.  "დიდი შვიდეული" განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხს. რუსეთი გააგრძელებს თავისი ქმედებებისთვის საფასურის გადახდას იმის გამო, რომ იგი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს", - აღნიშნა ერნესტმა. თუმცა, როგორც ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი აცხადებს, 2015 წლის ბოლომდე მოსალოდნელია მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება.

"დიდი შვიდეულის" სამიტი 7-8 ივნისს ბავარიის ალპებში გაიმართება.