3 ყველაზე ძლიერი საშუალობიუჯეტიანი სმარტფონი

ბენჩმარკ AnTuTu-ს დეველოპერებმა საშუალობიუჯეტიანი ყველაზე ძლიერი სმარტფონი გამოავლინეს. პირველი ადგილი წილად Redmi K70E-ს ხვდა.

მოწყობილობა აღჭურვილია MediaTek Dimensity 8300 Ultra ჩიპით, 16 GB ოპერატიული მეხსიერებით და 1 ტბ მეხსიერებით. იგი 2023 წლის ნოემბრის ბოლოს გამოვიდა და მას მერე AnTuTu-ს საუკეთესო ფლაგმანების სიაში ლიდერობს.

სამეულში ასევე მოხვდნენ: Realme GT Neo5 SE და Redmi Note 12 Turbo.

ეკა დარჩიაშვილი