„გაჩნდა მედიკამენტების შავი ბაზარი“ - ჯანდაცვის ექსპერტი

„თქვენ სააფთიაქო ქსელებში ვეღარ იპოვით ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნებში გამოშვებულ მედიკამენტებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აცხადებს.

როგორც სურგულაძე ამბობს, საქართველოში გაჩნდა მედიკამენტების შავი ბაზარი, სადაც იმ წამლების შოვნა არის შესაძლებელი, რაც სააფთიაქო ქსელებში არ იშოვება.

„თქვენ სააფთიაქო ქსელებში ვეღარ იპოვით ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნებში გამოშვებულ მედიკამენტებს. გაჩნდა შავი ბაზარი, მიდით ბაზრობაზე და ნებისმიერ წამალს იშოვით, რომელიც აფთიაქებში არ იშოვება. DRG სისტემამ უმრავლესი კლინიკა გაკოტრების ზღვარზე დააყენა. კარგი იდეაა, რომ ყველა ონკოპაციენტი უნდა იყოს მედიკამენტებით უზრუნველყოფილი, მაგრამ დღემდე ონკოპაციენტები ვერ იღებდნენ სრულყოფილად მედიკამენტებს, ზოგ მედიკამენტს საერთოდ ვერ იღებენ 25000-იანი ლიმიტი დარჩა პირობითი, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ამოეწურებათ, რეფერალურ სისტემას ან ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ“, - ამბობს სურგულაძე.

მანვე გააკრიტიკა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის პოლიტიკა და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის არცერთი „კარგი“ რეფორმა სრულყოფილად ვერ განხორციელდა.

„DRG გენიალური პროგრამაა თუ კარგად გააკეთებ, მაგრამ ჩვენთან არასწორადაა. აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტები ყოველ დღე იაშვილის კლინიკაში დადიან ინექციის გასაკეთებლად, როგორია ადამიანი როცა ავლაბარში ან ყაზბეგის გამზირზე ცხოვრობს ჩვენს კარგად აწყობილ სისტემაში და ყოველ დღე დადის კლინიკაში. მშობლების თხოვნაზე, რომ იქნებ გაგვატანოთ, „რას ამბობთ ამის გატანა არ შეიძლებაო“. მთელ მსოფლიოში ეს ინექცია სახლის პირობებში კეთდება, რუსეთი რომ რუსეთია, იქაც კი სახლში ატანენ. ამბობენ, რომ ვაიდა გაყიდონო, ადგილზე უნდა გაკეთდესო - ცინიზმია ეს. ასეთი მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს [ზურაბ აზარაშვილი] არ ჰყოლია. არც ერთი კარგი იდეა ბოლომდე მიყვანილი არ იყო იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გააკეთებენ“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ, 1-ელ მარტს დატოვა.

იხილეთ ასევე: რა ქონებით ტოვებს პოსტს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

მერი ტაბატაძე