1 ივნისს, ბავშვთა დღეს, აი ჯი მოლი საბურთალო  ქართული ანიმაციებიდან,  საუკეთესო საბავშვო მელოდიების ფონზე გიმასპინძლებთ

აი ჯი მოლში (ქავთარაძის გუდვილის შენობა) 1 ივნისს, პატარებს განსაკუთრებული დღე ელოდებათ. სავაჭრო ცენტრის მთავარ ჰოლში 14 : 00 დან 20:00-მდე უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება: ბასტი ბუბუს კონცერტი, ანიმატორული შოუ, პროფესიონალური ფოტოსესია კიკალა სტუდიოსგან. მოეწყობა სხვადასხვა გასართობი კუთხე ყველა ასაკის და ინტერესის მქონე ბავშვისთვის, იქნება სახეზე მოხატვა.

დღის ბოლოს კი პატარებისთვის ბევრი საინტერესო პრიზი გათამაშდება!  რაც მთავარია, მოლის სტუმრებს ქართული ანიმაციებიდან, საუკეთესო საბავშვო მელოდიებს შევთავაზებთ, რაც ვფიქრობთ, კიდევ უფრო მომხიბვლელს და დაუვიწყარს გახდის ამ დღეს.

R