საუკეთესო ქვეყნები სოლო მოგზაურებისთვის

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მოგზაურობის მოყვარულებს იმ ქვეყნების ათეულს სთავაზობს, სადაც თამამად შეგიძლიათ გაემგზავროთ სამოგზაუროდ მარტო

მგზაურობის მოყვარული ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მარტო მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ უცხო ქვეყანა მოიარო. ასეთი ადამიანების თქმით, მარტო მოგზაურობის დროს ისინი არ არიან ვალდებული ანგარიში გაუწიონ მეგობარს, საყვარელ ადამიანს ან მშობლებს, რომელიც ადგილი მოინახულონ ან რომელიც საჭმელი დააგემოვნონ.

თუმცა, მარტო მოგზაურობას ყველა არ ამჯობინებს. ხშირად ამის ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების დონეა.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მოგზაურობის მოყვარულებს იმ ქვეყნების ათეულს სთავაზობს, რომლებსაც უსაფრთხოებისა და ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი აქვთ და სადაც თამამად შეგიძლიათ გაემგზავროთ სოლო მოგზაურობაში.

გამოცემა ქვეყნების შედგენისას ბედნიერების საერთაშორისო ინდექსისა და უსაფრთხოების გლობალური ინდექსის მაჩვენებლებს დაეყრდნო.

ახალი ზელანდია

უსაფრთხოების მაჩვენებელი: 4

ბედნიერების ინდექსი: 24

თვალწარმტაცი პეიზაჟებით, მყინვარებითა, ტროპიკული ტყეებითა და მთებით გარშემორტყმული ახალი ზელანდია ნამდვილი საოცრებაა. გარდა ღირსშესანიშნაობებისა, ახალ ზელანდიაში თქვენ ასევე შეხვდებით ძალიან მეგობრულ და გახსნილ ადგილობრივებს, რაც დამატებითი პლუსია ამ ქვეყანაში მარტო მოგზაურობისთვის.

ნორვეგია

უსაფრთხოების ინდექსი: 10

ბედნიერების ინდექსი: 22

ნორვეგიის კარგად გაცნობის საუკეთესო საშუალება ქვეყნის სანაპიროზე გემით გასეირნებაა. გარდა ამისა, ქვეყანა ცნობილია 20-ზე მეტი ნაციონალური პარკითა და ფიორდებით, სადაც სიმშვიდის მოყვარულებს იდეალური დასვენება ელით.

შვეიცარია

უსაფრთხოების ინდექსი: 5

ბედნიერების ინდექსი: 30

ჩაიცვით სალაშქრო ფეხსაცმელი და გაეშურეთ შვეიცარიის დასათვალიერებლად. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასე რომ ნებისმიერ საინტერესო ადგილზე შეგიძლიათ ტრამვაით, მატარებლით ან გემით გაემგზავროთ. გირჩევთ პირველი ორი დღე ციურიხში დარჩეთ, შემდეგ კი სამხრეთისკენ ჟენევის ტბის, მონტროს მუზეუმებისა და ლოზანასკენ აიღეთ გეზი.

კოსტა რიკა

უსაფრთხოების ინდექსი: 42

ბედნიერების ინდექსი: 1

კოსტა რიკა ნამდვილად ის ქვეყანაა, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლები გელით, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მზის აბაზანებითა და განუმეორებელი პეიზაჟებით. ცენტრალური ამერიკის ეს საოცარი ქვეყანა, ყველაზე უსაფრთხოა მთელს მხარეში და ყველაზე ბედნიერი მთელს მსოფლიოში.

ავსტრია

უსაფრთხოების ინდექსი: 3

ბედნიერების ინდექსი: 42

პატარა და კომპაქტური ვენა ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია ევროპაში მარტო მოგზაურობის მოყვარულთათვის. აქ თქვენ გელით უამრავი საკონცერტო დარბაზი, მუზეუმი და კაფეები, სადაც აუცილებლად უნდა გაჩერდეთ. ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ ზალცბურგი, სადაც ერთ დროს ვოფგანგ ამადეუს მოცარტი ცხოვრობდა.

ვიეტნამი

უსაფრთხოების ინდექსი: 45

ბედნიერების ინდექსი: 2

ლამაზი ქალაქები, მდიდრული ბაზრობები და მუდამ მომღიმარი ადგილობრივები - ეს ვიეტნამია. აზიის ერთ-ერთ ყველაზე მიმდიზველ კურორ ფანტიეტში კი შემეცნებითი ტური საზღაო დასვენებას შეგიძლიათ შეუთავსოთ. ხმაურიანი გართობის მოყვარულები კი ჰანოიში უნდა გაეშურონ.

ჩილე

უსაფრთხოების ინდექსი: 30

ბედნიერების ინდექსი: 19

სტუმართმოყვარე და მეგობრული ჩილელები დამატებით პლუსია ამ ქვეყანაში მარტო მოგზაურობისთვის. 3000 კმ-ზე გადაჭიმული უდაბნო, მთები და სანაპიროები ჩილეს ნამდვილი მშვენებაა. ასევე შეგიძლიათ გაემართოთ ჩრდილოეთ, სადაც ატაკამას უდაბნო გელით.

იაპონია

უსაფრთხოების ინდექსი: 8

ბედნიერების ინდექსი: 48

აუცილებლად გაატარეთ რამდენიმე დღე ტოკიოში, იმოგზაურეთ ჩქაროსნული მატარებლით, რომელიც მთა ფუძისთან მიგიყვანთ და დატკბით კიოტოს სიმშვიდით. თუმცა, იაპონია ის ქვეყანაა, სადაც უამრავი სანახაობა გელით.

შვედეთი

უსაფრთხოების ინდექსი: 11

ბედნიერების ინდექსი: 45

არქიპელაგის წყლებით გარშემორტყმული კომპაქტური სტოკჰოლმი კარგი არჩევანია მარტო მოგზაურობის მოყვარულთათვის. აქ ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის გასართობებით, როგორც მუზეუმებისა და თანამედროვე მხატვრობის, ასევე შოპინგის მოყვარულთათვის.

ინდონეზია

უსაფრთხოების ინდექსი: 54

ბედნიერების ინდექსი: 5

ტაძრები, იოგა პლაჟზე, იაფასიანი რესტორნები, სასტუმროები და მასაჟი -ერთ-ერთი საყვარელი ადგილია სულიერი სიმშვილის მაძიებელთათვის. თუ თქვენ უფრო ტურისტულ ქალაქს არჩევთ, ეწვით ბალისთან მდებარე კუნძულ ლომბოკს, სხვა დანარჩენისთვის კი დარჩით კუნძულ ბალიზე.