პენტაგონი ხელოვნური ინტელექტის მიერ მართვადი უპილოტო გამანადგურებლების წარმოებას გეგმავს­

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთსა და რუსეთზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი თაობის უპილოტო რეაქტიულ გამანადგურებელს ავითერებს. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გაკვეთილებმა აშშ-ის სამხედო-საჰაერო ძალების მომავალი საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარება შეცვალა. ამჟამად პენტაგონი ხუთი კომპანიის ძიებაშია, რომ 2028 წლისთვის ათასზე მეტი უპილოტო „სუპერგამანადგურებლის“ წარმოება დაიწყოს.

უპილოტო გამანადგურებლების პირველი პარტია ერთი „სტელს F-35-ის“ ღირებულების მეოთხედიდან მესამედამდე ფასის ფარგლებში დაჯდება. კონტრაქტის პრეტენდენტებს შორის გამანდგურებელი MQ-28A Ghost Bat-ია, რომელიც Boeing-ის შვილობილი კომპანიის მიერ ავსტრალიაში, ადგილობრივ სამხედრო-საჰაერო ძალებთან ერთად არის შექმნილი. ამის გარდა, კონტრაქტის პრეტენდენტები უპილოტო გამანადგურებლები, Fury და Gambit-იც არიან, რომლიდანაც პირველი კომპანია Anduril-ის, ხოლო მეორე General Atomics-ის მიერ არის შემუშავებული.

ხელოვნური ინტელექტის მიერ მართვადი უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავების წარმოების პროგრამას Colaborative Combat Aircraft (CCA) ეწოდა. ეს პროექტი პენტაგონის სამომავლო საჰაერო დომინირების გეგმის ნაწილი. ასეთი დრონები ურთიერთქმედებას შეძლებენ პილოტირებულ თვითმფრინავებთან, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ.

მთელი რიგი მისიების შესასრულებლად რამდენიმე სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის, CCA-გამანადგურებლის შექმნა არის დაგეგმილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ