ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

Galt&Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა.

კერძდ, „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO LN) აქციები დაიხურა 51.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.79% წინა კვირასთან შედარებით და +39.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 283 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.50 - 51.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

screenshot-2024-03-11-210653-1710177005.png

გარდა ამისა, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBCG LN) აქციები დაიხურა 33.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.27% წინა კვირასთან შედარებით და +15.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 161 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.40 - 33.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.

minimal-technology-on-a-dark-blue-background-card-landscape-1-1710177206.jpg

ამასთანავე, Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.45% წინა კვირასთან შედარებით და +12.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 173 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.14 - 12.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

aaaa-1710177475.jpg

მერი ტაბატაძე