Microsoft-ი, Amazon-ი და Google რუსული კომპანიებისთვის Cloud სერვისებზე წვდომას აუქმებს

Microsoft, Amazon-ი და Google რუსული კომპანიებისთვის Cloud პროდუქტებზე წვდომას 20 მარტიდან დაუბლოკავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წვდომის შეზღუდვის გამო, რუსული კომპანიებისთვის Microsoft-ის, Amazon-ისა და Google-ის Cloud პროდუქტებისა და სერვისების გამოყენება შეუძლებელი იქნება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული კომპანიებისთვის 2024 წლის 20 მარტიდან შეუძლებელი იქნება მათში მოცემულ მონაცემებზე წვდომა“, - აცხადებენ კომპანია Softline-ში.

ცნობისთვის, აღნიშნული შეზღუდვები გამოწვეულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტით. კერძოდ, სანქციების ახალი პაკეტი ზღუდავს რუსული ბიზნეს ანალიტიკისა და სხვა პროდუქტების პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას.

მერი ტაბატაძე