ხევსურეთში თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი

ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კილომეტრზე, დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფის წარმოქმნის შედეგად ერთი მწყემსი დაიკარგა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განაცხადა, მწყემსი ღამის გასათევ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის ადგილამდე გზა უკვე გახსნილია და სამაშველო ბრიგადები უკვე მიემართებიან.