„ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდება“ - კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით იგეგმება არაერთი ნაბიჯის გადადგმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვაც.

„ინოვაციების სააგენტომ წარმოადგინა ათწლიანი სამუშაო, რაც არის შთამბეჭდავი. ძალიან მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო. სამომავლოდ არის შთამბეჭდავი გეგმები. მაგალითად, აგრო და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძალიან ბევრი რამე გაკეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა ამ სფეროში. გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერი ტაბატაძე