მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

ზედიზედ მეშვიდე წელია, ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. ანგარიში ეყრდნობა გლობალური გამოკითხვის მონაცემებს 140-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისგან.

ქვეყნების რეიტინგი ბედნიერების მიხედვით დგება ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე წინა სამი წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში 2021 წლიდან 2023 წლამდე.

წლევანდელი ანგარიში პირველია, რომელიც მოიცავს ცალკეულ რეიტინგებს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით და ამ კუთხით საქმე არც ისე სახარბიელოა.

მაგალითად, ჩრდ. ამერიკის ახალგაზრდებში ბედნიერების შეგრძნება იმდენად დაბალ ნიშნულზეა, რომ ამ მაჩვენებლის გამო აშშ ტოპ-20-ს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ამერიკამ საუკეთესო ოცეული დატოვა პირველად მას შემდეგ, რაც ეს ანგარიში ქვეყნდება, ანუ 2012 წლიდან.

მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა 2024 წელს:

  • 1. ფინეთი
  • 2. დანია
  • 3. ისლანდია
  • 4. შვედეთი
  • 5. ისრაელი
  • 6. ნიდერლანდები
  • 7. ნორვეგია
  • 8. ლუქსემბურგი
  • 9. შვეიცარია
  • 10. ავსტრალია

რაც შეეხება საქართველოს,ბედნიერების ინდექსით ის 90-ე ადგილზე იმყოფება .მეზობელი თურქეთი 106-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 92-ე, რუსეთი - 70-ე, ხოლო სომხეთი - 79-ე პოზიციას იკავებს.

რეიტინგის ბოლო ადგილები კი კვლავ ავღანეთმა, ლიბანმა, ლესოტომ, სიერა ლეონემ და კონგომ დაიკავეს.

ეკა დარჩიაშვილი