რა მანქანებით დადიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები?

მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებს საქმეც ბევრი აქვთ და სადარდებელიც. აქედან გამომდინარე, მათი გადაადგილებისთვის საჭიროა კომფორტული, ლუქს-კლასის, ავტომობილი, რომელშიც შეხვედრიდან შეხვედრამდე განტვირთვას და მოსვენებას მოახერხებენ. თავისთავად, უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაც.

ამ სტატიაში წარმოდგენილია ის ავტომობილები, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები გადაადგილდებიან:

► აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ,,მხეცად” წოდებული (The Beast), Cadillac DTS-ის ბაზაზე აწყობილი, ბრონირებული ლიმუზინით გადაადგილდება (Cadillac One)

► რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გადაადგილებისთვის Mercedes S600 Pullman-ს იყენებს, რომელსაც არც ჯავშანი აკლია და არც კომფორტი.

► ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით, ვალდებულია Jaguar XJ (5.0 ბენზინი, 510 ცხ. ძ.) გამოიყენოს.

► გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი Audi A8-ს ანიჭებს უპირატესობას.

იხილეთ გაგრძელება