ახალქალაქი ქართული პრესის გარეშე რჩება

”ჯავახეთში, ჩვენსავე ქვეყანაში, ამ ძირძველ ქართულ კუთხეში, ქართული პრესა აღარ გავრცელდება”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ერთ-ერთი მოქალაქე წერს.

bpn.ge ბიზნესპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

”ახალქალაქის ძველი ბაზრის ტერიტორაზე მდებარე ეს ერთადერთი ჯიხური, ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული პერიოდული პრესა სისტემატურად იყიდებოდა, ჯავახეთის არც თუ ისე მრავალრიცხოვანი ქართველი მკითხველის გულის გასახეთქად სულ მალე დაიკეტება. საქმე იმაშია, რომ ბაზრის ტერიტორიას კერძო მფლობელი გამოუჩნდა, და ამ ჯიხურის მეპატრონემ, საოცრად განათლებულ და ქართულზე შეყვარებულ სომეხ ქალბატონს, რომელიც უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია ლამის ზურგით ეზიდება ქართულ პერიოდულ გამოცემებს ჯავახეთში, ულტიმატუმი წაუყენა და აიძულებს დაცალოს ტერიტორია. ადგილობრივ საკრებულოს საერთოდ არ ადარდებს, ეს პრობლემა, მაგრამ რატომ ხმას არ იღებს ქართული პრესა, ქართული საზოგადოება?! თუ გამოსავალი არ მოიძებნა კიდევ ერთი სამარცხვინო გულგრილობის მოწმე გავხდებით: ჯავახეთში, ჩვენსავე ქვეყანაში, ამ ძირძველ ქართულ კუთხეში, ქართული პრესა აღარ გავრცელდება!”