ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 52 მილიარდ ლარს გადააჭარბა

სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 353.94 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.09%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 402.67 მლნ ლარით (1.40%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 48.73 მლნ ლარით (0.21%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.70%-ით).

screenshot-13-1711361030.jpg

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.35%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.26%-ით მეტი).

2024 წლის თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, ანუ 222.80 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 27.38 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.74% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.40% ით არის გაზრდილი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.17%ით).