თებერვალში ბანკებში ვადიანი დეპოზიტები შემცირდა

ეროვნული ბანკის თანახმად, კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 182.62 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08%-ით მეტი).

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 203.80 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.57%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 21.18 მლნ ლარით, ანუ 0.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.56%-ით).

screenshot-2024-03-25-122050-1711362673.png

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.07%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29%-ით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.51% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.08%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.99%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა.