აშშ-ში სრულად საოფისე სამუშაოსთვის ხელფასებს ზრდის

მსოფლიო მასშტაბით კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს საოფისე, ჰიბრიდულ და დისტანციურ სამუშაო მოდელებს სთავაზობენ, თუმცა, როგორც BBC წერს, უმსხვილესი კომპანიები ავალდებულებენ თანამშრომლებს, რომ სრულად საოფისე რეჟიმს დაუბრუნდნენ.

გამოცემა იუწყება, რომ კომპანიების ნაწილი, მზად არიან ამის სანაცვლოდ ბევრად მეტი გადაიხადონ, ვიდრე იქამდე იხდიდნენ. ასეთი უმსხვილესი კომპანიების რიგებში არის Boeing, UPS და JPMorgan Chase. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ კომპანიებში 5 დღე ოფისიდან მუშაობს თანამშრომელთა დიდი ნაწილი, მაგრამ ანაზღაურება ბევრად მაღალია მათთვის, ეს განსაკუთრებით ეხება აშშ-ში არსებულ კორპორაციებს.

ZipRecruiter-ის მონაცემებით, კომპანიები საოფისე მუშაობისთვის 2024 წლის მარტისთვის თანამშრომლებს წლიურად საშუალოდ 82,037 აშშ დოლარს სთავაზობდნენ, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში ანაზღაურება 59,085 დოლარი იყო. მიმდინარე წლის მარტში აშშ-ში ჰიბრიდული სამუშაოსთვის ანაზღაურება 59,992 დოლარია, სრულად დისტანციურისთვის კი 75,327.

მერი ტაბატაძე