რა რაოდენობის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს Meta-ს, Apple-სა და Alphabet-ს - ევროკავშირი გამოძიებას იწყებს

ევროკავშირი, არაკონკურენტული პრაქტიკის გამო, რამდენიმე მსხვილი ფირმის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. როგორც BBC იუწყება, გამოძიება შეეხება Meta-ს, Apple-სა და Alphabet-ს, რომელიც ფლობს Google-ს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უმსხვილეს ფირმებს 2022 წელს შემოღებული ციფრული ბაზრების აქტის (DMA) დარღვევაში ადანაშაულებს.

„თუ დადგინდა, რომ მათ დაარღვიეს წესები, ფირმებს შეიძლება დაეკისროს უზარმაზარი ჯარიმა მათი წლიური ბრუნვის 10%-მდე“, - წერს BBC.

ცნობისთვის, მხოლოდ ექვს კომპანიას აქვს ვალდებულებები DMA-ის ფარგლებში: Alphabet, Apple, Meta, Amazon, Microsoft და ByteDance. აღნიშნული კომპანიებიდან არც ერთი არ არის დაფუძნებული ევროკავშირში - 5 მათგანი აშშ-შია, ხოლო ByteDance-ის სათავო ოფისი პეკინშია.

მერი ტაბატაძე