რა მოცულობის დოლარი იყიდა სებ-მა თებერვალში Bmatch პლატფორმაზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის თებერვალში აუქციონის გარეშე, Bmatch პლატფორმაზე 77.5 მლნ დოლარი იყიდა. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ მოცულობის დოლარი ეროვნულ ბანკს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ არ შეუსყიდია. მაშინ სებ-მა აუქციონის გარეშე 110 მლნ დოლარი შეიძინა.

2023 წლის სექტემბრიდან სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმაზე შესყიდული დოლარის მოცულობა ასე გამოიყურება:

  • 2023 წლის სექტემბერი - 8.4 მლნ დოლარი
  • 2023 წლის ოქტომბერი - 13.4 მლნ დოლარი
  • 2023 წლის ნოემბერი - 14.7 მლნ დოლარი
  • 2023 წლის დეკემბერი - 2. მლნ დოლარი
  • 2024 წლის იანვარი - 8.1 მლნ დოლარი
  • 2024 წლის თებერვალი - 77.5 მლნ დოლარი