ბრუნეის პრინცი, მესი და ბექჰემი - Top- 5 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი მსოფლიოს ისტორიაში

ფეხბურთი ყველაზე ყურებადი სპორტია მსოფლიოში. ეს არის მრავალმილიარდ დოლარიანი ინდუსტრია და მოთამაშეებს, რომლებიც უმაღლესი დონით გამოირჩევიან, დიდ თანხასაც უხდიან.

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელები ყოველწლიურად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ, ზოგიერთმა კი მილიარდობით დოლარის ქონება დააგროვა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 უმდიდრეს ფეხბურთელს:

fexburttttttt-1711459797.jpg

ფაიკ ბოლკია- 20 მილიარდი დოლარი

გუნდი: Chonburi F.C., ტაილანდი

ფაიკ ბოლკია არის ბრუნეელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც ტაილანდში და ბრუნეის ნაკრებში თამაშობს. ის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია მსოფლიოში და მისი ქონება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფაიკი ბრუნეის ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს, 2018 წლიდან კაპიტანია. აღსანიშნავია, რომ ის ბრუნეის პრინცია. ბოლკიას მამა - ჯეფრი ბოლკია არის ბრუნეის პრინცი, ხოლო ბიძა - ჰასანალ ბოლკია, ბრუნეის სულთანი.

2-1711459826.jpg

ლიონელ მესი - 600 მილიონი დოლარი

გუნდი: პარი სენ-ჟერმენი

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული, ლიონელ მესი არის არგენტინელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ლიგა 1-ის კლუბ პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელად და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ის არის მეორე უმდიდრესი ფეხბურთელი მსოფლიოში, მისი ქონება 600 მილიონი დოლარია.

3-1711459851.jpg

კრიშტიანუ რონალდუ - 500 მილიონი დოლარი

გუნდი: ალ ნასარი

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო პორტუგალიის ნაკრების კაპიტანია და საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრში ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. მან ოქროს ბურთის ხუთი ჯილდო მოიგო.

ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. რონალდუმ კარიერის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

4-1711459916.jpg

დევიდ ბექჰემი - 450 მილიონი დოლარი

გუნდი: მანჩესტერ იუნაიტედი

დევიდ ბექჰემი იყო პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად. იგი ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ და იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი მსოფლიოში.

ბექჰემი თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში, მადრიდის რეალში, LA Galaxy-ში, მილანსა და პარი სენ-ჟერმენში. მან მოიგო 19 მთავარი ტიტული, მათ შორის ექვსი პრემიერ ლიგის ტიტული, ერთი ლა ლიგის ტიტული და ერთი MLS თასი.

ბექჰემი პროფესიონალურ ფეხბურთიდან 2013 წელს წავიდა. ის ამჟამად მეოთხე უმდიდრესი ფეხბურთელია, 450 მილიონი დოლარის ქონებით.

5-1711459947.jpg

დეივ უელანი - 210 მილიონი დოლარი

გუნდი: ბლექბერნ როვერსი და კრიუ ალექსანდრა

დეივ უილანი იყო ინგლისელი ფეხბურთელი

ის დაიბადა ინგლისში, ბრედფორდში, 1936 წლის 24 ნოემბერს და თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობდა “ბლექბერნ როვერსისა“ და “კრივ ალექსანდრას“ გუნდში. მან 1959-60 წლებში “ბლექბერნ როვერსთან“ ერთად მოიგო ფეხბურთის ლიგის მესამე დივიზიონის ჩრდილოეთის ტიტული.

დეივმა კარიერა 1966 წელს დაასრულა. მოგვიანებით ის წარმატებული ბიზნესმენი გახდა და დააარსა საფეხბურთო კლუბი Wigan Athletic. მისი ქონება 210 მილიონი დოლარია.

წყარო: jagranjosh.com

თეონა რამაზაშვილი