ვინ ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში

დღეს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მოგების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. ამასთან, გუნდი უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს.

უკვე ცნობილია ფეხბურთელების ის ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები წარდგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ესენი იქნებიან:

  • მამარდაშვილი
  • კაკაბაძე
  • კაშია
  • კვერკველია
  • დვალი
  • შენგელია
  • ქოჩორაშვილი
  • კიტეიშვილი
  • ჩაკვეტაძე
  • ზივზივაძე
  • კვარაცხელია

რაც შეეხება სათარიგოს: ლო­რია, გუ­გე­შაშ­ვი­ლი, გვე­ლე­სი­ა­ნი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, ნი­ტა­იშ­ვი­ლი, კან­კა­ვა, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი, კვე­კეს­კი­რი, ქვი­ლი­თა­ია, მი­ქა­უ­ტა­ძე, და­ვი­თაშ­ვი­ლი

ნინი ქეთელაური