ისტორიული მოგება! - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მოგება ისტორიულია, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლით, საქართველოს მიეცა შანსი, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზოს.

„ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

ამასთან, დღევანდელი მოგებით, საქართველოს ეროვნული ნაკრრები, „უეფასგან“ 9.25 მლნ ევროს მიიღებს.

ნინი ქეთელაური