McDonald's წელს უკრაინაში ექვს რესტორანს გახსნის

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald's წლის განმავლობაში უკრაინის უჟგოროდში, ჩერნივცისა და კიევის გარეუბანში ფილიალებს გახსნის.

ამის შესახებ McDonald's-უკრაინის გენერალურმა დირექტორმა, იულია ბადრიტდინოვამ განაცხადა, რასაც Forbes ავრცელებს.

ზოგადად, 2024 წელს კომპანია უკრაინის მასშტაბით, სულ მცირე, ექვსი რესტორნის გახსნას აპირებს.

"უჟგოროდი და ჩერნივცი ერთადერთი საოლქო ცენტრებია, სადაც McDonald's არ არის, ამიტომ წელს იქ რესტორნებს გავხსნით. ასევე, ვგეგმავთ განვითარებას კიევის სატელიტებშიც,“- ამბობს ბადრიტდინოვა.

ცნობისთვის: 2023 წლის აპრილში სწრაფი კვების ქსელის პირველმა ხუთმა რესტორანმა მუშაობა დნიპროში განაახლა. ასევე, იმავე წლის მაისში McDonald's ორი რესტორანი ხელახლა კრემენჩუგსა და პოლტავაშიც გაიხსნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ