საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დეტალურად არის გაწერილი - მინისტრი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დამტკიცდა, დეტალურად არის გაწერილი ყველა ის პრიორიტეტი, რაც ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგში დგას.

დავითაშვილის თქმითვე, თითოეული პრიორიტეტის შესრულების ვადა გაწერილია „რეალისტური პერიოდებიდან გამომდინარე, რაც ამა თუ იმ საკითხის მიღებას სჭირდება“.

„დოკუმენტი უკვე არსებობს. ახლა ევროკომისიის მხრიდან მიდის მისი შესწავლა და განხილვა - წლის განმავლობაში განახლებულ, უფრო ამბიციურ გეგმავს ველოდებით.

გეგმა დეტალურად არის გაწერილი და ყველა იმ პრიორიტეტს მოიცავს, რაც ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგში დგას. თითოეულის შესრულებას გარკვეული დრო სჭირდება, მათ შორის არის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც დამუშავების პროცესშია. პროექტებს განხილვა და მიღება სჭირდება. საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული. ასევე დროშია გაწერილი მთავრობის მიერ მისაღები საკითხები“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.