მაჭახელას ხეობაში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ინერგება - რა თანხა გამოიყო პროექტისთვის

მაჭახელას ხეობაში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ინერგება. 2023 წლის განმავლობაში, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში 75 მზის პანელი და 200 მზის წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდა.

აღნიშნული გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება და ჯამში პროექტის შედეგებით ხეობის 1,200 მაცხოვრებელი ისარგებლებს.

UNDP საქართველოს წინასწარი გათვლებით, მაჭახელას ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლოებით 300 ხის შენარჩუნებასა და 7 ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებას უტოლდება.

ტყის დაცვისა და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობის პროექტი 12-თვეზეა გათვლილი და ბიუჯეტი ჯამში 545 000 აშშ დოლარს შეადგენს.

მერი ტაბატაძე