თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი განქორწინება იმერეთში დარეგისტრირდა

როგორც ქორწინების, ისე განქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ქორწინება თბილისში დაფიქსირდა (6 738), ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (197).

რაც შეეხება რეგისტრირებულ განქორწინებას, 2023 წელს 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამ მხრივაც თბილისი ლიდერობს, სადაც 4 688 განქორწინება დარეგისტრირდა, შემდეგია იმერეთი 2 285 განქორწინებით და სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 507 ერთეული განქორწინების მაჩვენებლით.

ნინი ქეთელაური