ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა - მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.

შემთხვევა დღეს მოხდა.