დატოვებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის"

ხვიჩა კვარაცხელია, როგორ ჩანს, "ნაპოლის" 2025 წლის ივლისამდე არ დატოვებს, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს Football Italia ავტორიტეტულ Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბი მზად არის, კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ხვიჩას ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს იწურება. ცხადია, ახალ კონტრაქტში ჩადებული იქნება ფინანსური ნაწილის გაუმჯობესებაც.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული პორტალის, "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, კვარაცხელიას საორიენტაციო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.

წყარო: lelo.ge