იმპორტირებული მწვანილი თითქმის 4-ჯერ გაძვირდა - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოს იმპორტირებული მწვანილი (სხვადასხვა დასახელების მწვანილების 80%) თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაუძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, 2 თვეში საქართველომ 360.5 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც თითქმის, 2 ჯერ ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წელს იანვარ-თებერვალში იმპორტირებული მწვანილის მოცულობამ 671.05 ტონა შეადგინა.

ამასთან, წელს 2 თვეში, საქართველომ 360.5 ტონა მწვანილში 264.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, 1 კგ პროდუქტი, საშუალოდ 73 ცენტი დაჯდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს 671.05 ტონა პროდუქტში 141.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, ანუ 1 კგ-ში დაახლოებით, 21 ცენტი. შესაბამისად, წელს ფასი 248%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია ირანი, რომელზეც მთლიანი იმპორტირებული პროდუქტის 92% მოდის.

უფრო კონკრეტულად, წელს მწვანილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:

  • ირანი - 330.4 ტონა (220.4 ათასი აშშ დოლარი)
  • უზბეკეთი - 15.6 ტონა (17.1 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 10.7 ტონა (7.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 2.1 ტონა (7.8 ათასი აშშ დოლარი)
  • ისრაელი - 100 კგ ( 7,04 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური