ექსპედიცია ტიტანიკისკენ, საიდუმლო ლუქსი აეროპორტში -	ადგილები, სადაც მოგზაურობა ყველაზე ძვირია

უმეტესობა ჩვენგანი ცდილობს მოგზაურობისას სასტუმროებზე, ფრენებზე და რესტორნებზე საუკეთესო შეთავაზებები მიიღოს. თუმცა, არის ატრაქციები და ადგილები, სადაც თანხის დაზოგვა არ გამოდის.

წარმოგიდგენთ თავგადასავლების ყველაზე ექსკლუზიურ შეთავაზებებს, რომლებიც საკმაოდ ძვირიც ღირს.

11-1711726511.jpg

წყალქვეშა ექსპედიცია ტიტანიკისკენ

სურათზე გამოსახული ქვედანაყოფი ეკუთვნოდა კერძო კომპანია OceanGate Expeditions-ს, რომლის ეკიპაჟიც საძიებო, მრეწველობისა და საკვლევ პროექტებზე მუშაობს.

მაგრამ 2023 წლის 18 ივნისს, ტიტანიკის შესასწავლად ჩასვლიდან 2 საათში მათი ერთ-ერთი წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა - მოგზაურობა, 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი 22 ივნისს გარდაცვლილად გამოცხადდა.

22-1711726562.jpg

პირადი თვითმფრინავის ტური კაიროდან კეიპტაუნში

111,000 აშშ დოლარად შეგიძლიათ დაიწყოთ ექსკლუზიური მოგზაურობა Captain's Choice-ით, რომელიც იკვლევს აფრიკაში ცხოველთა ყველაზე დიდ მიგრაციას მსოფლიოში.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ გიზას დიდი პირამიდის ქვეშ.

33-1711726610.jpg

დარჩით რიჩარდ ბრანსონის კერძო კუნძულზე

რიჩარდ ბრენსონის ცნობილი ნეკერის კუნძული გთავაზობთ საოცარ თავგადასავლებს 48 სტუმრისთვის. ტურის ღირებულება ღამეში 134,500 აშშ დოლარიდან იწყება.

ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ინდივიდუალური ოთახი 5 400 დოლარად.

p1-1711726722.jpg

შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო

დუბაიში, შვიდვარსკვლავიან სასტუმრო, ბურჯ-ალ-არაბში, 25-ე სართულზე ნამდვილი ფუფუნება და სამოთხე დაგხვდებათ. მოოქროვილ აპარტამენტებში ცხოვრებისთვის რამდენიმე ათეული ათსი დოლარის გადახდა მოგიწევთ.

55-1711726830.jpg

საიდუმლო ლუქსი “ჰითროუს“ აეროპორტში

“ჰითროუს“ აეროპორტში დამალული Windsor Suites არის მსოფლიოში ყველაზე საიდუმლო და ძვირად ღირებული აეროპორტის ლუქსი.

100 ადამიანზე გათვლილი დარბაზი, ერთი დღე 166,000 დოლარი ღირს.

99-1711726894.jpg

მოგაზურობა Baccarat-ის მემკვიდრეობაში

ლეგენდარული ბროლის ქარხანა Baccarat დაარსდა საფრანგეთში 1764 წელს. დღეს თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მათი დეკორაციები მთელს მსოფლიოში.

შეგიძლიათ 300 000 აშშ დოლარად 12-დღიანი ტური შეიძინოთ, რომელიც ნიუ-იორკში, პარიზში, სტამბულში და სეულში ბრენდის ულამაზეს ნაკეთობებს დაგათვალიერებინებთ.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი