Slab City: რა ხდება "ამერიკის ერთ-ერთი უკანასკნელ თავისუფალ მიწაზე“ სადაც მოსახლეობა სახლებს თავისი ხელით, ნარჩენებით აშენებს

კინორეჟისორმა რაიან ტუმეიმ კალიფორნიაში, ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ “ქალაქში“ Slab City რამდენიმე დღის გატარება და დოკუმენტური კადრების აღბეჭდვა გადაწყვიტა. ის შეხვდა რამდენიმე მაცხოვრებელს. ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, იქ ცხოვრების ყველაზე დიდი მიმზიდველობა არის "თავისუფლება".

მჭიდროდ შეკრული საზოგადოება, ცხოვრება კანონების გარეშე, გადაყრილი მასალისგან შექმნილი სახლები, ხელოვნების უცნაური ნიმუშები და აუტანელი სიცხე ზაფხულში: საინტერესოა, როგორ გამოიყურება Slab City...

1-1711788451.jpg

კალიფორნიის უდაბნოს შუაგულში, სან დიეგოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მილში, არსებულ დასახლებას სხვაგვარად “ამერიკის ერთ-ერთი უკანასკნელი თავისუფალი ადგილი“ ეწოდება.

2-1711788466.jpg

„მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა მცირე სარესტორნო ბიზნესი, მაგრამ სახელმწიფომ მიიღო კანონები, რის შემდეგაც ჩვენ აღარ შეგვეძლო უსახლკაროების კვება.

3-1711788492.jpg

ყოველ კვირა უსახლკაროებს ვაჭმევდი ჩემი რესტორნიდან და ერთ დღეს, როცა დავბრუნდი, 26 ჯარიმა გადმომცეს“- ამბობს რეჟისორთან ერთ-ერთი ადგილობრივი. რის შემდეგაც მან და მისმა მაუღლემ Slab City-ში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტეს.

4-1711788590.jpg

აღსანიშნავია, რომ დასახლების მკვიდრი მოსახლეობა არანაირ გადასახადს არ იხდის.

"ერთადერთი, რითიც იხდი, ეს არის შენი საკუთარი ძალა და წყალი... აქ არასდროს შეგაწუხებენ არც სამართალდამცავები და არც სხვები"- ამბობს ადგილობრივი.

5-1711788667.jpg

Slab City-ში არის უამრავი ნაგავი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შენობისთვის და ზოგიერთი მასალა, საცხოვრებლის ასაშენებლად.

6-1711788690.jpg

ქალაქში ყველაფერი აშენებულია ხალხის მიერ, მეორადი მასალებით. აქ კვების ობიექტის გარდა ბიბლიოთეკაც შეგხვდებათ.

7-1711788712.jpg

რა არის Slab City?

ყოფილი სამხედრო ბაზა Slab City 1940-იანი წლებიდან ემსახურებოდა ათასობით მაცხოვრებელს, მიგრანტს და პენსიონერს. 640 ჰექტარი ფართობი სეზონის მიხედვით იზიდავს 100-დან 4000-ზე მეტ ადამიანს.

8-1711788739.jpg

მაცხოვრებლების უმეტესობა იქ მიდის მხოლოდ ზამთრის თვეებში. თუმცა მცირე ნაწილი მუდმივად რჩება. უმეტესობა იძულებული გახდა იქ სიღარიბის გამო ეცხოვრა. იქ არ არის დენი და წყალი.

მან თავისი სახელი მიიღო გიგანტური ბეტონის ფილების გამო, რომლებზეც ის არის აგებული.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი