ქეით ბლანშეტი, კევინ კოსტნერი, ლაიონელ რიჩი - სელებრითები, რომლებმაც ბიზნეს სკოლა დაამთავრეს

ხშირად ხდება ისე, რომ უნივერსიტეტების და ფაკულტეტების არჩევისას, აბიტურიენტი სხვისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა და მის ნამდვილ გატაცებაზე უარს ამბობს.

მსგავსი ფაქტები მთელ მსოფლიოში ხშირია. თუმცა, თუ არ იტყვი უარს შენს ნამდვილ ინტერესზე და გარისკავ, შესაძლოა, მსოფლიოს ისტორია შეცვალო კიდეც.

წარმოგიდგენთ სელებრითებს, რომლებიც ბიზნესის მართვას სწავლობდნენ, მაგრამ დღეს პოპულარულები სულ სხვა დამსახურებების გამო არიან:

ტაიგერ ვუდსი

პროფესიონალი გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი გაიზარდა კალიფორნიაში და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც აირჩია ეკონომიკის სპეციალიზაცია.

ვუდსმა სტენფორდი ორი წლის შემდეგ დატოვა, რათა პროფესიონალი მოთამაშე გამხდარიყო.

ვანდა საიკსი

ვანდა საიკსი, რომელიც ცნობილია თავისი იუმორით, თავდაპირველად ჰემპტონის უნივერსიტეტის მარკეტინგის ხარისხით, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობდა. თუმცა, მისი კარიერა კომედიური სკეტჩებისკენ შემობრუნდა. მან დაიწყო სტენდ-აპ კომედიის შესრულება და საბოლოოდ, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანი ამერიკაში.

რეი რომანო

მსახიობმა და კომიკოსმა რეი რომანომ ქუინსის კოლეჯში ბუღალტერიის სწავლა დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით შოუბიზნესის კარიერის გასაგრძელებლად დატოვა. ის ცნობილია სიტკომში შესრულებული როლით „ყველას უყვარს რეიმონდი“.

კევინ კოსტნერი

კევინ კოსტნერს, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებსა და მუსიკაში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი.

თუმცა მსოფლიომ სამსახიობო კარიერით გაიცნო.

ქეით ბლანშეტი

მრავალი ჯილდოს მფლობელი, მსახიობი ქეით ბლანშეტი მელბურნის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ, მან განაგრძო სამსახიობო კარიერა და შეასრულა მნიშვნელოვანი როლები სხვადასხვა ფილმებში.

ბენესიო დელ ტორო

პუერტო რიკოელი მსახიობი ბენისიო დელ ტორო კალიფორნიის უნივერსიტეტში ბიზნესს სწავლობდა. თუმცა, მან კოლეჯი ადრე დატოვა, რათა გაჰყოლოდა მსახიობობას, საბოლოოდ კი მოიპოვა აღიარება.

ჯონ გრიშემი

ჯონ გრიშემმა დაამთავრა მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუღალტერის ხარისხით. მოგვიანებით იგი გახდა წარმატებული იურისტი და არაერთი წიგნის ავტორი.

ლაიონელ რიჩი

პოპ ვარსკვლავი ლიონელ რიჩი, ტუსკეგის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა. მოგვიანებით მან დაიწყო წარმატებული მუსიკალური კარიერა და მიაღწია უზარმაზარ პოპულარობას.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი