ნოდარ ხადური - ტურიზმი არის უცხოური ვალუტის შემოდინება

თავისთავად ცხადია, რომ ტურიზმი არის უცხოური ვალუტის შემოდინება

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც ვიზიტორების რაოდენობის 14,7%-ით გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

კითხვაზე, აისახება თუ არა ეს ლარის კურსზე, ხადურმა აღნიშნა, რომ თავისთავად ცხადია, რადგან ტურიზმი არის უცხოური ვალუტის შემოდინება.

"ასევე თავისთავად ცხადია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდა აუცილებლად გაამყარებს გაცვლით კურსს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ასევე ორ კვირაში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა. როგორც ხადურმა აღნიშნა, ამ ღონისძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოვლენ საქართველოს დედაქალაქში, როგორც იყვნენ EBRD-ის ღონისძიებაზე.