8 სახლი, მათ შორის მოსკოვშიც, 40 მიწის ნაკვეთი - რა ქონებას ფლობს ფრიდონ ინჯიას ოჯახი

პარლამენტის წევრმა, "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატის საკუთრებაშია: 5 სახლი, 38 მიწის ნაკვეთი, 1 არასაცხოვრებელი ფართი, 7 ავტომობილი და ცეცხლსასროლი იარაღი.

რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ფრიდონ ინჯიას ცოლის სახელზეა, 3 სახლი, მათ შორის, ერთი მოსკოვში, 2 მიწის ნაკვეთი, 5 არასაცხოვრებელი ფართი, ერთი ავტომობილი, ძვირადღირებული ავეჯი და ა.შ.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის წევრი, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: "ლიბერთი ბანკის“ საპენსიოზე - 13 675 ლარს, თურქეთის "ჰალკ ბანკში" 238,48 თურქულ ლირას და 5 107,92 აშშ დოლარს, რუსეთის ფედერაციის სბერბანკში - 166 281 რუბლს, რუსეთის "ალფა ბანკში“ – 478 876 რუბლს და 30 093 აშშ დოლარს, "თი–ბი–სი ბანკის“ მიმდინარეზე - 35,92 აშშ დოლარს, 11 985,49 ლარს, ასევე, სხვა ანგარიშზე - 25 003,38 ლარს და ა.შ.

რაც შეეხება დანაზოგს, ფრიდონ ინჯია ფლობს ჯამში, 171 000 აშშ დოლარს.

დეპუტატის ქონება იხილეთ სრულად:

ნინი ქეთელაური