ჯეფ ბეზოსმა “მილიარდერების ბუნკერში“ მესამე ვილა შეიძინა (+ფოტო)

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უძრავი ქონების პორტფოლიოს ყველასთვის სასურველ “მილიარდერთა ბუნკერში“, Indians Creek Island-ზე ახალი ვილის შეძენით.

bzvila-1712150689.jpg

Bloomberg-ის თანახმად, უძრავი ქონება დაახლოებით 90 მილიონი აშშ დოლარი ღირს. ამ საკითხთან დაკავშირებით წყაროებმა nypost-ს განუცხადეს, რომ ბეზოსი აპირებს საცხოვრებლად გადავიდეს ახალ შენაძენში. გარდა ამისა, ჯეფ ბეზოსს აღნიშნულ კუნძულზე კიდევ ორი უძრავი ქონება აქვს.

vila3-1712151051.jpg

აღნიშნული ქონება ბოლოს 1998 წელს 2,5 მილიონი დოლარი ღირდა. უცნობია, ვინ იყო მისი მესაკუთრე.

Indian Creek, რომელსაც ხშირად „მილიარდერთა ბუნკერს“ უწოდებენ, ამაყობს გამორჩეული მცხოვრებლების სიით, მათ შორის არიან ვარსკვლავური წყვილები, როგორიცაა, ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი, ტომ ბრედი და კარლ აიკანი. 300 ჰექტარისგან შემდგარ კუნძულზე მხოლოდ 41 საცხოვრებელი სახლი დგას.

vila2-1712151138.jpg

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბეზოსი 203,7 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

წყარო: nypost.com

თეონა რამაზაშვილი