რუსი მილიარდერების რიცხვი ერთ წელიწადში 125-მდე გაიზარდა - Forbes-ის რეიტინგი

რუსი მილიარდერების რიცხვი Forbes-ის მსოფლიო რეიტინგში წლის განმავლობაში 110-დან 125 ადამიანამდე გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი ზრდა ისტორიაში. რეიტინგში რუსი მილიარდერების წინა რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა და 123 ადამიანს შეადგენდა.

წელს კი Forbes-ის მსოფლიო რეიტინგში რუსი მილიარდერების რაოდენობამ რეკორდულ 125-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, რაოდენობა მეტიც ყოფილიყო, თუმცა 10 მილიარდერმა წინა წლებში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

ამასთან, 2024 წელს რუსი მილიარდერების მთლიანი ქონება 14%-ით გაიზარდა და 576,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, საერთო მაჩვენებელი მაინც დაბალია, რადგან 2021 წელს 123 მილიარდერის მთლიანი კაპიტალი 606,2 მილიარდი დოლარი იყო.

სიაში ყველაზე მდიდარი ახალბედა ივან ტავრინია 2,4 მილიარდი დოლარით, რომელმაც იყიდა Avito და რიგი სხვა აქტივები უცხოელი მფლობელებისგან.

2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა ის, რომ რუსი მილიარდერების რაოდენობა 2021 წლიდან 2023 წლამდე შემცირდა. რამ გამოიწვია მილიარდერების რაოდენობის ზრდა, წყაროს დეტალურად არ აქვს გაანალიზებული.

წელს Forbes-ის რეიტინგში რუსეთიდან 19 ახალბედაა. მათმა უმეტესობამ კაპიტალი სამომხმარებლო სექტორებში პოზიციონირებით დააგროვა - საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და მშენებლობის ინდუსტრია. Forbes-ის რეიტინგი ასევე შეავსეს სატრანსპორტო აქტივების მფლობელებმა.

წყარო: Forbes.ru

თეონა რამაზაშვილი