ჯგუფმა Kiss თავისი ბრენდი და სიმღერები 300 მილიონ დოლარად გაყიდა

ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Kiss თავისი სიმღერების კატალოგი შვედურ მუსიკალურ კამპანიას სავარაუდოდ, 300 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ Pophouse Entertainment ასევე შეიძინა ჯგუფის ბრენდი და ინტელექტუალური საკუთრება. ამ ხელშეკრულებით დაგვირგვინდა ჯგუფის მსოფლიო ტური „გზის დასასრული“, რომლის შემდეგაც ჯგუფმა მუსიკალური ინდუსტრია დატოვა.

ის, რომ Pophouse Entertainment-ს აქვს უფლებები არა მხოლოდ Kiss-ის მუსიკაზე, არამედ ჯგუფის ბრენდზე, ნიშნავს იმას, რომ მომავალში შვედური კომპანია ჯგუფის მონაწილეობით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის გამოშვებას შეძლებს. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა Abba-ს ჰოლოგრამული კონცერტები.

Kiss-ი 1973 წელს, ჯიმ სიმონსმა და პოლ სტენლიმ, სტოკჰოლმში დააარსეს. ჯგუფი ცნობილი გახდა წევრების გრიმითა და მათი ექსტრავაგანტული კონცერტებით, რომლებზეც პიროტექნიკა გამოიყენებოდა.

მანამდე უფლებები საკუთარ სიმღერებზე ბობ დილანმა და ბრიუს სპრინგსტინმა 500 და 450 დოლარად გაყიდეს.1970-იან წლებში ჯგუფმა შექმნა ისეთი ჰიტები, როგორიცაა Rock and Roll All Nite და God of Thunder.

Kiss-მა ბოლო 50 წლის განმავლობაში 100 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა.

ბაჩანა ტყემალაძე