ბრაიან ჯონსონი - ვინ არის მეწარმე, რომელიც დაბერების შესაჩერებლად მილიონებს ხარჯავს

ცოტა ხნის წინ მედიის ყურადღების ცენტრში 46 წლის მილიონერი, ტექ-მეწარმე ბრაიან ჯონსონი მოექცა. მიზეზი მისი ცხოვრების სტილია, რომელსაც მხატვრულად “თანამედროვე ვამპირიც“ შეარქვეს.

ბრაიან ჯონსონმა დაბერების საწინააღმდეგო ერთგვარ “წამალს“ მიაგნო, ის მისი 18 წლის ვაჟის სისხლის პლაზმას ისხავს და ამტკიცებს, რომ ამ პროცედურებით დაბერების ტემპი 31 წლით შეანელა.

ის ბიოლოგიური ასაკის შესამცირებლად ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარს ხარჯავს.

11111-1712319036.jpg

ვინ არის ბრაიან ჯონსონი?

46 წლის ბრაიან ჯონსონი არის ტექნიკური მეწარმე იუტადან. ის ძალიან მორწმუნე ოჯახში გაიზარდა და ახალგაზრდობაში მორმონი მისიონერი იყო. როდესაც ეკლესია დატოვა, ბრაიანი "ნაწილობრივ დაშორდა" თავის სამ შვილს, თუმცა მამა-შვილი ახლა კალიფორნიაში ერთად ცხოვრობენ.

მან თავისი მილიონები eBay-ზე ტექნოლოგიური კომპანიის გაყიდვით გამოიმუშავა და მას შემდეგ აფინანსებს საწარმოებს ჯანმრთელობის ტექნოლოგიებში, მათ შორის არის დაბერების საწინააღმდეგო მისია: Project Blueprint. პროექტი ითვალისწინებს დაბერების შეჩერებას, რაც სისხლის პლაზმის პერიოდული გადასხმით უნდა გახდეს შესაძლებელი, პირველ ტესტიებას კი ბრაიანი მისი შვილის პლაზმის მეშვეობით გადის.

2013 წელს დღეს უკვე მილიონერმა ბრაიანმა თავისი გადახდის დამუშავების კომპანია Braintree, eBay-ს 800 მილიონ დოლარად მიჰყიდა. შემდეგ კი შეიძინა გადახდის აპლიკაცია Venmo.

2016 წელს მან საკუთარი ფულით, 55 მილიონი დოლარით დააარსა კომპანია Kernel. კომპანია მუშაობს ტვინის დაბერების, ალცჰეიმერის და ინსულტის შესწავლაზე.

2021 წელს მილიონერმა დააფუძნა თავისი კომპანია - Project Blueprint, რომლის მიზანი იყო ორგანოების დაბერების შეჩერება და უფრო მეტიც, გაახალგაზრდავების პროცესის დაწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პლაზმის გადასხმის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, ჯონსონმა დაბერების ტემპი 31 წლით შეანელა და ახლა უფრო ნელა ბერდება. მისი სხეულის კუნთი და ცხიმი "იდეალურია" და მას აქვს "იდეალური" ღვიძლის ცხიმი.

თუმცა ახალგაზრდობა არ არის ადვილი საქმე - არც იაფია. ყოველდღე, ჯონსონი მიჰყვება მკაცრ განრიგს, ჭამს 2000 კალორიაზე ნაკლებ, ვეგანურ საკვებს, პლუს 16-18 საათი შიმშილობს. იღებს დანამატებს და დღეში ერთი საათი ვარჯიშობს.

ეს ინტენსიური რეჟიმი ჯონსონს წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი უჯდება.

წყარო: standard.co.uk

თეონა რამაზაშვილი