იმპერია თავდასხმის ქვეშ - დონალდ ტრამპის 5 ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება

თებერვლის ბოლოს ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა ოფიციალურად დააკისრა. თუმცა გასაჩივრების შემდეგ, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა გადაწყვეტილების შეცვლაზე და დაადგინა, რომ მას არ შეუძლია უარი თქვას 454 მილიონი დოლარის ანაზღაურებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბიზნეს იმპერიას შეიძლება მძიმე დარტყმა მიადგეს.

წარმოგიდგენთ ტრამპის ხუთ ყველაზე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას, რომელიც შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების გამო გაიყიდოს.

11-1712319262.jpg

Mar-a-Lago-ს კერძო კლუბი პალმ ბიჩში

წმინდა ქონება: 292 მილიონ დოლარი

ტრამპის პალმ ბიჩის ქონება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ მისი მთავარი რეზიდენცია გახდა, 292 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ტრამპს აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების თაღლითურად გაზრდაში ადანაშაულებდნენ.

22-1712319280.jpg

საოფისე შენობა ნიუ-იორკში, 1290 Avenue-ზე

წმინდა ქონება: 287 მილიონი დოლარი

ტრამპი ნიუ-იორკის ცათამბჯენში მცირე წილს ფლობს, რომლის ფართობი 185 000 კვადრატულ მეტრზე მეტია.

საოფისე კოშკს ძირითადად ფლობენ და მართავენ Vornado Realty Trust და მისი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ როტი, რომელიც მსახურობდა ტრამპის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

33-1712319295.jpg

Trump National Doral Golf Resort მაიამიში

წმინდა ქონება: 166 მილიონი დოლარი

ტრამპი ფლობს კურორტს დორალს მაიამიში, რომელიც მოიცავს 643 ნომრიან სასტუმროს და გოლფის კლუბს, რომლის ღირებულება დაახლოებით 291 მილიონი დოლარია.

ტრამპის ორგანიზაციამ საკუთრებაზე კონტროლი 2012 წელს მოიპოვა. Forbes-ის შეფასებით, ფლორიდის კლუბის წლიური შემოსავალი 100 მილიონ დოლარზე მეტია.

44-1712319310.jpg

საოფისე შენობა სან-ფრანცისკოში 555 California Street-ზე

წმინდა ღირებულება: 127 მილიონი დოლარი

Vornado Realty Trust ასევე ფლობს და მართავს ამ საოფისე და ორ პატარა შენობას სან-ფრანცისკოს ცენტრში.

ქონების მთლიანი ღირებულება 1,6 მილიარდი დოლარია, მაგრამ ქონებას აქვს ბანკის 1,2 მილიარდი დოლარის ვალი.

555-1712319324.jpg

შენობა ნიუ-იორკში, 6 E. 57th Street-ზე

წმინდა ქონება: 99 მილიონი დოლარი

ტრამპი უშუალოდ არ ფლობს მეხუთე ავენიუსთან არსებულ ამ შენობას. ამ შენობაში ტრამპს იჯარით აქვს აღებული 6000 კვადრატული მეტრის ფართი.

Forbes-ის შეფასებით, ტრამპის მთლიანი უძრავი ქონების ღირებულება 1,9 მილიარდ დოლარს აღემატება.

წყარო: forbes.com

თეონა რამაზაშვილი