Twitter-მა პოპულარულ ანგარიშებს ვერიფიკაციის ნიშანი უფასოდ მიანიჭა

Twitter-ის, იგივე X-ის მფლობელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, ჯერ კიდევ 28 მარტს დაწერა, რომ პლატფორმაზე არსებულ პოპულარულ ანგარიშებს ვერიფიკაციის ლურჯ ნიშანს მიანიჭებდა.

უფრო ზუსტად, პლატფორმის მფლობელმა თავის პოსტში განაცხადა, რომ ყველა ანგარიში, რომელსაც მინიმუმ 2500 ვერიფიცირებული მიმდევარი ჰყავს, პრემიუმ ფუნქციებს უფასოდ მიიღებდა. ხოლო მათ, ვისაც 5000-ზე მეტი ვერიფიცირებული ფოლოვერი ყავს, უფასოდ მიიღებს პრემიუმ პლუსის ფუნქციებს.

ბევრმა მომხმარებელმა ამის შესახებ არ იცოდა და თავის ანგარიშზე ვერიფიკაციის დასტური გაუკვირდა.

მას შემდეგ, რაც Twitter ილონ მასკმა იყიდა, პლატფორმაზე ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, სახელიც და მას X ეწოდა. ასევე, ლურჯი ნიშანი ფასიანი გახდა - მანამდე ვერიფიკაციის მინიჭება კომპანიის მიერ, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების სანაცვლოდ ხდებოდა. გარდა ამისა, პოლიტიკოსების ვერიფიცირებულობის აღმნიშვნელი ახლა ნაცრისფერია და არა - ლურჯი. კომპანიების და ორგანიზაციების ნიშანი კი ოქროსფერია.

ბაჩანა ტყემალაძე