Nike, Netflix, Subway - ცნობილი ბრენდები, რომლებმაც სახელი შეცვალეს

თუ თქვენ ცდილობთ თქვენი ბიზნესის რებრენდინგს შემოსავლებისა და მომხმარებლების გაზრდის მიზნით, კომპანიის სახელის შეცვლა ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

წარმოგიდგენთ ცნობილი ბიზნესების მაგალითებს, რომლებმაც სახელი შეცვალეს.

WW - Weight Watchers

2018 წელს Weight Watchers-მა, იმ მიზნით, რომ მათი სახელი წონის კლებასთან აღარ ყოფილიყო ასოცირებული, სახელი შეიცვალა და WW დაირქვა.

კომპანია ცდილობდა აქცენტი კეთილდღეობასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გაემახვილებინა. აღმასრულებელმა დირექტორმა მინდი გროსმანმა თქვა, რომ სახელწოდება WW იყო კომპანიის ისტორიისადმი პატივისცემა. აღსანიშნავია, რომ რებრენდინგის შემდეგ, მათი შემოსავლები გაორმაგდა.

Meta

2021 წელს სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა სახელი შეიცვალა. Facebook-მა, როგორც აპლიკაციამ შეინარჩუნა თავდაპირველი სახელი, მაგრამ ახლა ის Meta-ს ქოლგის ქვეშ არსებული ერთ-ერთი კომპანიაა.

Subway

Subway თავდაპირველად დაარსდა 1965 წელს და ეწოდებოდა Pete's Super Submarines. დამფუძნებელმა ფრედ დელუკამ კვების ობიექტი 1000 დოლარის ინვესტიციით დაიწყო, თუმცა მომხმარებლებს სახელის წარმოთქმა უჭირდათ. შედეგად 1968 წელს სახელი შეიცვალა Subway-ით.

Altria

2003 წელს თამბაქოს კომპანია Philip Morris-მა სახელი შეიცვალა და Altria გახდა. კომპანია ამტკიცებდა, რომ სახელის შეცვლა მიზნად ისახავდა კლიენტებს დაენახათ, რომ ყიდდა მრავალფეროვან პროდუქტს. მაგრამ ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ცვლილება იყო PR ნაბიჯი.

Google

2015 წელს Google-მა მოახდინა რებრენდინგი Alphabet-ად. თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიამ სახელი შეცვალა. როდესაც კომპანია 1996 წელს დაარსდა, მას თავდაპირველად BackRub ერქვა. 1997 წლისთვის დამფუძნებლებმა ეს სახელი Google-ით შეცვალეს.

Apple

როდესაც სტივ ჯობსმა, რონალდ უეინმა და სტივ ვოზნიაკმა 1976 წელს Apple დააარსეს, იგი ცნობილი იყო როგორც Apple Computers. მაგრამ 2007 წელს ჯობსმა გამოაცხადა, რომ კომპანია იცვლიდა სახელს Apple-ით.

Nike

1964 წელს ბილ ბოუერმანმა და ფილ ნაიტმა დააარსეს Blue Ribbon Sports. კომპანია თავდაპირველად დაარსდა, როგორც ფეხსაცმლის დისტრიბუტორი, მაგრამ მოგვიანებით დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს საკუთარი ფეხსაცმლის დამზადება და შედეგად კომპანიამ Nike-ის ფეხსაცმლის ბრენდი გამოუშვა 1972 წელს.

Netflix

2011 წელს Netflix-მა სცადა თავისი ბიზნესის ორად გაყოფა - Netflix შესთავაზებდა სტრიმინგ სერვისებს, ხოლო მის DVD-by-mail სერვისს ერქვა Qwikster. თუმცა, როგორც მომხმარებელს, ასევე ინვესტორებს არ მოეწონათ ცვლილება და კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა. კომპანია სწრაფად დაუბრუნდა თავდაპირველ სახელს და ბიზნეს მოდელს.

წყარო: uschamber.com

თეონა რამაზაშვილი